საახალწლო ღონისძიებები გრძელდება , დღეს ევროპის მოედანზე კონცერტი ამ წუთებში იწყება მაყურებლის წინაშე წარსდგებიან როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მუსიკოსები , ღონისძიების დასკვნით ნაწილში სცენას ნუცა ბუზალაძე დაიკავებს. მანამდე კი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა საბავშვო აქტივობა , პატარების განწყობაზე ანიმატორები და თოვლის ბაბუა ზრუნავდნენ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდება.