პოლონეთმა უნგრეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა.
ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ პრიორიტეტი უსაფრთხოება იქნება. ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე ითქვა ისიც, რომ გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა.
„პოლონეთის თავმჯდომარეობის დევიზი უსაფრთხოება და ევროპა იქნება. ჩვენი პროექტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ევროპაში უსაფრთხოება უზრუნველეყო. ამიტომაც, უკრაინა უნდა დარჩეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ წელსაც. ჩვენ იმდენ ხანს უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას. საერთაშორისო სამართალმა უკრაინელი ხალხისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის უნდა იზეიმოს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ.
უნგრეთი ევროსაბჭოს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.