ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის - ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგედიაზე

05 იანვარი 2025, 16:26 255 ნახვა

ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში