რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე პირველი მოლაპარაკებები აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება- განაცხადა უკრინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
,,ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასაც ჰქონდეს ხმა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მოსკოვთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ.
„თუ ამერიკელი ლიდერი უკრაინას უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს შესთავაზებს, ამის შემდეგ შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკება- დასძინა ზელენსკიმ.