კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, რომ გადადგება ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობიდან - ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით დასავლური მედია წერს.
გაურკვეველი რჩება, დატოვებს თუ არა ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტს თუ დარჩება ამ თანამდებობაზე ახალი ლიდერის არჩევამდე.
ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.