მართლმადიდებლური სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს

07 იანვარი 2025, 00:14 186 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს უფლის შობას დღესასწაულობს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა.

განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს.

ქრისტიანულ სამყაროში შობა უდიდესი დღესასწაულია, მას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა.

შობის დღესასწაულს მორწმუნეები სარკმელში ანთებული სანთლით ეგებებიან, რაც სიმბოლურად უფლისათვის კარის გასაღებას ნიშნავს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში