ამერიკაში ზამთრის ქარიშხალს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარიშხლის და უამინდობის გამო, დაიხურა სკოლები, გათიშულია ელექტროენერგია, 2 300-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
დიდთოვლობისა და ყინულის გამო რამდენიმე შტატში შაბათ-კვირას ძირითადი მაგისტრალები დაიხურა, მათ შორის მისურში, სადაც გზებზე 1 700-მდე მძღოლი იყო ჩაკეტილი. ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვირჯინიაში, ინდიანაში, კანზასსა და კენტუკში. 100-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა მერილენდში.
ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამშაბათს აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ნაწილში თოვა გაგრძელდება.
აშშ-ის შვიდმა შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა: მერილენდი, ვირჯინია, დასავლეთ ვირჯინია, კანზასი, მისური, კენტუკი და არკანზასი.