დაკავება ყაჩაღობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 

07 იანვარი 2025, 10:01 171 ნახვა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით,   ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,   დაკავებულები არიან 38 წლის და 33 წლის ახალგაზრდები. 

გამოძიებით დადგინდა, რომ   5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთს     მიაყენეს ცეცხლნასროლი იარაღიდან ჭრილობა,  შემდეგ  კი  უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.  

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში