„ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის გადადებულ შეხვედრაში სტუმრად „ტენერიფე“ 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ტრავმის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
ქართველს მცირე ტრავმა ჰქონდა და წინა შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ქოჩორაშვილის აქტივში ლა ლიგა ორის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე პასია. „ლევანტე“ 35 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 იანვარს, „კადისს“ სტუმრად დაუპირისპირდება.