აღმოჩენილია ღუზა, რომელმაც, სავარაუდოდ ბალტიის ზღვაში სადენები დააზიანა

08 იანვარი 2025, 15:15 237 ნახვა

ფინეთის პოლიციის განცხადებით, ბალტიის ზღვის ფსკერიდან ამოღებულია ღუზა - იმ ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, რომლის დროსაც დაზიანდა წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის სადენები.
დაკავებულია რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერი, Eagle S-ი, რომელსაც ერთ-ერთი ღუზა არ აღმოაჩნდა. "ადგილი, სადაც ღუზა აღმოაჩინეს , ემთხვევა გემის მარშრუტს... - ამბობს ფინეთის გამოძიების სახელმწიფო ბიურო განცხადებაში.
ფინეთის საბაჟოს ვარაუდით, ტანკერი ეკუთვნის რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" - ხომალდებს, რომლებიც დაატარებენ რუსეთის ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ პროდუქტებს ემბარგო აქვთ დაწესებული უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო.გემის კაპიტანი ქართველია, საქართველოს მოქალაქეა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ბორტის დატოვება გამოძიების დასრულებამდე ეკრძალებათ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, უწყება დაუკავშირდა გემის რეგისტრაციის და ფინეთის შესაბამის პარტნიორ უწყებებს. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან.
სააგენტო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს გამოძიების დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას - რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში