სოფელ საბერიოში ტრაგედიის დროს დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ

09 იანვარი 2025, 12:11 169 ნახვა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვნებს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ენგურის ხიდზე დილიდან იკრიბებიან ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების მასწავლებლები. მათი თქმით, გაიცა რამდენიმე ნებართვა, რომ მსურველები ოკუპირებულ საბერიოში გადავიდნენ და გარდაცვლილ მცირეწლოვნებს პატივი მიაგონ.
ჭოლარიების ოჯახში 5 იანვარს, დილით მომხდარი ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და ხუთი შვილიშვილი. სავარაუდოდ ხანძარი შეშის ღუმელის ანთების მცდელობას მოჰყვა. სამწუხაროდ ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში