პროტესტის 43-ე დღე ბათუმში

09 იანვარი 2025, 12:24 107 ნახვა

ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციების 43-ე დღეს ბათუმში მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. საიდანაც მსვლელობით ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლეს.
საპროტესტო მარში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოიცვა. აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსების ნაწილი იყვნენ შეკრებილები.
მათი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა დასავლეთს დააშორა და რუსეთისკენ მიჰყავს. აქციის მონაწილეების განმარტებით, არ დაიღლებიან და პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე ქართული ოცნება მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მსვლელობისას სტუდენტებს ერთ-ერთი კორპუსიდან კვერცხები ესროლეს. ბათუმელების ნაწილი კი პროტესტის მხარდაჭერას აივნებიდან დროშებითა და შეძახილებით გამოხატავდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში