ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

10 იანვარი 2025, 10:04 141 ნახვა

ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.  ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.

ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ცეცხლის დანთებაში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში.

ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. რისკის ზონაში, ამ დრომდე, ათეულობით ათასი ადამიანი რჩება.

ლოს ანჯელესის ოლქში ხანძარი მიმდინარე კვირას გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში