ბათუმის „დინამოს“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან წავიდნენ შემტევი ნახევარმცველი დიტო ფაჩულია, მარჯვენა და მარცხენა მცველები - ნიკა მალი და ლევან ხარაბაძე, ასევე თავდამსხმელები – დავით მუჯირი და ონორე გომისი.
„გუნდი მუშაობს ახალ ტრანსფერებზე. უმოკლეს დროში გაგაცნობთ ამბებს ახალწვეულებთან დაკავშირებით“, – წერია კლუბის განცხადებაში. თუმცა, ეს გუნდში მომხდარი ცვლილებების სრული სია არაა.
დასახელებული ფეხბურთელების გარდა გუნდი დატოვა გამბიელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბუბაქარ ტამბედუმ, რომელიც ტალინის „ლევადიაში“ ჩაირიცხა. კლუბი ასევე დატოვა ალბანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა უერდი მარამ, რომელიც კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმელებმა „გონიოდან“ დაიბრუნეს გამოცდილი მეკარე ლაზარე კუპატაძე, ხოლო „დინამო თბილისიდან“ შემტევი ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე.