ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტების ვინაობა გაირკვა.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროსთვის აკაკი ოსიაშვილი და ვახტანგ ლოლუა იჭიდავებენ, დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურება: 63 კილოგრამში: ბექა გურული-ოთარ ჯანელიძე; 72 კილოგრამში იური ლომაძე-გიორგი ჩხიკვაძე; 82 კილოგრამში თორნიკე ძამაშვილი-თორნიკე მიქელაძე და 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მელია და გიორგი ქაცანაშვილი.
დღეს ასპარეზობა კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება: საქართველოს ჩემპიონობისთვის 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფალავნები იბრძოლებენ.