აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიმართ ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. როგორც ცნობილია, საქმის მოსამართლემ უკვე გამოაცხადა, რომ ის ტრამპს პატიმრობას არ მიუსჯის, თუმცა ამის მიუხედავად ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავებს, როგორც სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებული.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და განაჩენს ფლორიდაში, საკუთარი სახლიდან მოისმენს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში სცნეს.
საქმე ეხება წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.