აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

10 იანვარი 2025, 18:01 77 ნახვა

აქციებზე დაკავებული 11 მოქალაქის სასამართლო პროცესი 6 საათზე მეტია მიმდინარეობს, ნაწილი წარდგენილ ბრალს არ აღიარეს, ნაწილი კი დუმს.

დღეს გაირკვევა დარჩება თუ არა პატიმრობაში აქციებზე დაკავებული პირები, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ნაწილს კი ორგანიზებას ედავებიან.

სასამართლო პროცესზე დამსწრებთა სიმრავლის გამო სხდომა დაგვიანებით დაიწყო, საბოლოოდ კი დარბაზი შეიცვალა.

დაკავებულების ადვოკატები დღეს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ და მოითხოვენ გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას, ამავე შუამდგომლობას თან ერთვის 1000-მდე ხელმოწერა.  

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში