ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ხანძრის ეკონომიკურ ზარალი 150 მილიარდ დოლარამდეა. დაიწვა 10 ათასზე მეტი ნაგებობა. პარალელურად დაემატა ევაკუაციის ლოკაციები, გადაიკეტა მთავარი მაგისტრალი, რომელიც ლოს ანჯელესს დასავლეთ ნაწილებთან აკავშირებს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.