აქცია სლოვაკეთში

11 იანვარი 2025, 11:44 73 ნახვა

სლოვაკეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რობერტ ფიცოს პრორუსულობაში ადანაშაულებენ. „სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ“ - სკანდირებდნენ მომიტინგეები.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სლოვაკეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ. აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი გასულ თვეში, მოსკოვში ფიცოსა და პუტინის შეხვედრა გახდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში