საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდა

11 იანვარი 2025, 19:45 119 ნახვა

ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირის ბოლო, დასკვნით დღეს მედლების კომპლექტი ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები -  ამირან შავაძე და ფრიდონ აბულაძე დაუპირისპირდნენ, ჩემპიონი აბულაძე გახდა. მსოფლიოს ჩემპიონი ლერი აბულაძე, რომელმაც ოლიმპიურ, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში აინაცვლა, ფინალში ჯონი ხეცურიანს დაუპირისპირდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რამაზ ზოიძემ თემურ ორჯონიკიძე დაამარცხა. ფინალური შეხვედრა მოიგო არჩილ ბოლქვაძემაც და საქართველოს ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მძიმე წონას, აქ გამარჯვება საბა ჩილაშვილმა იზეიმა. აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დიეგო ჩხიკვაძემ და ლაშა გობაძემ. საერთო ჯამში აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებმა 11 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხვალ ასპარეზობაში უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში