გერმანიის კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი ოფიციალურად დასახელდა

11 იანვარი 2025, 19:44 94 ნახვა

გერმანიის კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი ოფიციალურად დასახელდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა შოლცის კანდიდატურას მხარი თითქმის ყველა დელეგატმა დაუჭირა. 596 მომხრე და 5 წინააღმდეგი. დელეგატმა ოლაფ შოლცმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ 23 თებერვალს გერმანიაში არასწორ გზას აირჩევენ, მეორე დილით სხვა ქვეყანაში გაიღვიძებენ, ეს კი არ უნდა მოხდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში