ზვიად ცეცხლაძე და  აქციებზე დაკავებული 7 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

12 იანვარი 2025, 11:54 98 ნახვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
გადაწყვეტილებას  სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა..... დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის  მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა. ადვოკატებმა კი მოსამართლის აცილებისა და დარბაზის შეცვლის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის გამო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ერთ-ერთი ბრალდებული, სხდომის დარბაზში უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.სხდომა მას შემდეგ გაგრძელდა რაც 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ისინი ასევე არ დაეთანხმნენ პრკურატურის მოთხოვნას და დააფიქსირეს პოზიცია, რომ დაკავებულები უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში