აქციის მონაწილეები აჭარის მთავარ სამმართველოსთან დაკავებებს აპროტესტებდნენ

12 იანვარი 2025, 11:56 92 ნახვა

აქციის მონაწილეები აჭარის მთავარს სამმართველოსთან თითქმის მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის  ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციაზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, პოლიტიკოსები და სი მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ერთ თვეზე მეტია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით იკრიბებიან. სამმართველოსთან მივიდნენ გუშინ დაკავებული აქციის მონაწილეების ახლობლებიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში