ბათუმში, აქციაზე სულ 9 ადამიანი დააკავეს

12 იანვარი 2025, 11:59 166 ნახვა

ბათუმში აქციაზე დაკავებები მას შემდეგ დაიწყო რაც   ერთი აქტივისტის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტი პოლიციის სამმართველოსთან გააგრძელეს და ეზოში სტიკერების დაკვრა დააპირეს.
მანამდე, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, იმ დროს დააკავა, როდესაც იგი, სამართალდამცველისთვის, სავარაუდოდ, სტიკერის დაკვრას ცდილობდა. დაკავებებს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის წევრ, ელუჯა ბაგრატიონსა და სამართალდამცველებს შორის.
სტიკერები წარწერით „ გაიფიცე“  დააკრეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთანაც, სადაც აქტივისტი ციალა ქათამიძე და პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ვაჟა დარჩია დააკავეს. სულ 10 დაკავებულიდან 4 მალევე გაათავისუფლეს.
რის შემდეგაც სამმართველოსთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა,რა დროსაც  მზია ამაღლობელი განმეორებით აქციის კიდევ ორ მონაწილესთან ერთად ისევ დააკავეს. სასამართლო სხდომა სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში ჩაინიშნება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში