სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. დაშავდა 30-მდე ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტრამვაიმ ლიანდაგი შეიცვალა და გაჩერებულ ტრამვაის შეეჯახა.
ადგილზე დაახლოებით 130 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.
შემთხვევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.