„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალს“ 5:2 მოუგო

13 იანვარი 2025, 08:01 85 ნახვა

საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის ფინალის რანგში „ელ კლასიკო“ გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ „რეალი“ 5:2 დაამარცხა.

პირველი გოლი მადრიდელებმა გაიტანეს, თავი მბაპემ გამოიჩინა, თუმცა კატალონიელებმა პირველ ტაიმშივე ოთხი გოლით უპასუხეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 4:1 მოიგეს.

გოლები იამალმა, ლევანდოვსკიმ, რაფინიამ და ბალდემ გაიტანეს. მეორე ტაიმში რაფინიამ დუბლი შეასრულა, რასაც „რეალის“ ერთი გოლი მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„რეალმა“ სეზონში მეორედ წააგო „კლასიკო“ დიდი ანგარიშით. მანამდე იყო ლა ლიგაში შინ მარცხი 0:4.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში