ლოს-ანჯელესში სავალდებულო ევაკუაციის ზონების გარდა ყველა სკოლა და ოფისი გაიხსნება-ამის შესახებ გაერთიანებული სასკოლო ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა. მეხანძრე-მაშველები უკვე მეექვსე დღეა ცდილობენ ხანძრის კერების ლოკალიზებას. ამჟამად ხანძრის ორი კერის ჩაქრობას ცდილობენ.
მასშტაბური ხანძრის გამო ლოს-ანჯელესში სკოლების დახურვამ 429 ათასი მოსწავლე დააზარალა. სულ მცირე 24 ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ, - აცხადებს კალიფორნიის გუბერნატორი და მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.
ცეცხლმა გაანადგურა ათასობით საცხოვრებელი სახლი და ასი ათასზე მეტი ადამიანი აიძულა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
ოფიციალური განცხადებით, 12 ათას 300 შენობა-ნაგებობა დაზიანდა ან განადგურდა.