ბელგრადში სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა

13 იანვარი 2025, 10:01 87 ნახვა

სერბეთის დედაქალაქში ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ათობით ათასმა  დემონსტრანტმა  ანთებული მობილურებით ხელში 15 წუთის განმავლობაში მდუმარე აქცია გამართა და პატივი მიაგო  რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის მსხვერპლთა ხსოვნას. მომხდარ ტრაგედიაში ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ და    პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველ სერბეთის პროგრესულ პარტიას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. 

1-ელ  ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურის  გარემონტებული სახურავის ჩამონგრევის  შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა სამი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით გარდაიცვალა.

ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება არაერთხელ გამოვიდა ქუჩებში და უხარისხო მშენებლობაზე პასუხისმგებლობა  ხელისუფლებას დააკისრა. მმართველი კოალიცია უარყოფს ამ ბრალდებებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში