ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს

13 იანვარი 2025, 13:05 96 ნახვა

ხორვატიის  მოქმედმა  პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ განაცხადა. წინასწარი მონაცემებით,  ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მილანოვიჩმა ამომრჩეველთა   ხმების 74,58% მიიღო.  მისმა მოწინააღმდეგემ დრაგან პრიმორაცმა მმართველი ხორვატიის დემოკრატიული კავშირიდან ხმების  25,42% მოიპოვა.  

ხორვატიის სახელმწიფოს მეთაურს კანონებზე ვეტოს დადება არ შეუძლია, თუმცა აქვს  უფლება ჩაერიოს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

პრეზიდენტობის  პირველი ვადის პერიოდში მილანოვიჩი არაერთხელ დაუპირისპირდა პრემიერ მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს საგარეო და საჯარო პოლიტიკის გამო.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში