მილიონობით მომლოცველმა განბანვის რიტუალში მიიღო მონაწილეობა ინდოეთის წმინდა მდინარეების - განგის, იამუნასა და სარასვატის შესართავთან ექვსკვირიანი დღესასწაულის ეგრეთწოდებული კუმბა მელას პირველ დღეს.
კუმბა-მელა, ანუ "ქოთნის დღესასწაული" მომლოცველთა გრანდიოზული შეკრებაა ინდოეთში. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური შეკრება და თავყრილობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. მორწმუნეთათვის განბანა სულისა და სხეულის განწმენდის სიმბოლოა.
კუმბ მელას ფესტივალი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ იმართება. რელიგიური ღონისძიებაზე წელს 400 მილიონზე მეტ ვიზიტორს, როგორც ინდოელებს, ასევე ტურისტებს ელოდებიან.