ევროკავშირმა უკრაინას 148 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გამოუყო

13 იანვარი 2025, 15:49 101 ნახვა

ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 140 მილიონი ევროა გამოყოფილი. დაფინანსება მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარებისთვის, მათ შორის საკვების, თავშესაფრის, სუფთა წყლის, ჯანდაცვისა და ზამთრის პერიოდში დაცვის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პრიორიტეტებია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ომით დაზარალებულ რეგიონებში.

ამასთან, მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 8 მილიონი ევროა გამოყოფილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში