სასამართლომ ბათუმში აქციის დროს დაკავებული თათია აბულაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

13 იანვარი 2025, 17:44 148 ნახვა

საქალაქო სასამართლოში 11-12 იანვარს ბათუმში აქციის დროს დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. 

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ერთ-ერთი დაკავებული თათია აბულაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გირაო 2 ათას ლარს შეადგენს.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში