ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მზია ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ისევ დააკავეს.
მზია ამაღლობელის გათვალისუფლების მოთხოვნით გუშინ საღამოს მთვარ სამმართველოსთან მედიის საპროტესტო აქცია გაიმართა, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა ბათუმელების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს. მოგვიანებით გაიმართა მსვლელობა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს მიმართულებით.