ბაიდენი ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულებს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება

14 იანვარი 2025, 09:10 101 ნახვა

ლოს-ანჯელესის ინფრასტრუქტურის აღსადგენად ათობით მილიარდი დოლარი იქნება საჭირო -  განაცხადა  აშშ-ს პრეზიდენტმა.    

ჯო ბაიდენმა სრული ფედერალური მხარდაჭერის პირობა დადო და განაცხადა, რომ მთავრობა დაფარავს მეხანძრეების ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ტერიტორიების გაწმენდით ოპერაციისა და დროებით თავშესაფრების ხარჯებს მომდევნო 180 დღის განმავლობაში 100%-ით.

მან ასევე მოუწოდა კონგრესს  უზრუნველყოს აღდგენითი სამუშაოების საჭირო დაფინანსება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში