ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - ძლიერი აფეთქება იყო თბილისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
ადგილზე უკვე იმყოფებიან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა დაადგინონ არის თუ არა კორპუსი მომხდარის შემდეგ საცხოვრებლად უსაფრთხო.
რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ და კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.
კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. წინასწარი ვარაუდით აფეთქებას გაზის გაჟონვას უკავშირებენ. ჩამონგრეულია ფასადის ნაწილი.