შეფასებები მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

14 იანვარი 2025, 17:52 142 ნახვა

მზია ამაღლობელის ხმაურიანი სასამართლო პროცესის შემდეგ პროტესტი გაგრძელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში. მედიის წარმომადგენლები და იურისტები აცხადებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ემსახურება რეჟიმს და არა სამართალს. პროცესზე მზია  ამაღლობელის მხარდასაჭერები საუბრობდნენ პროვოკაციაზეც, რომელსაც მათი თქმით, ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან. 
კერძოდ, ამბობენ, რომ ინცინდენტამდე ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბათუმელების დამფუძნებელს. რა მტკიცებულებები აქვთ მხარეებს და რა მოხდა 11-12 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს ჩანიშნა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში