მზია ამაღლობელს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

14 იანვარი 2025, 19:56 162 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. მოსამართლის გადაწყვეტილებას პროცესზე და პროცესს გარეთ მხარდამჭერების  ვნებათაღელვა მოჰყვა, აცხადებდნენ რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა. რით ახსნა მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში