ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ბათუმში თავს დაესხნენ

15 იანვარი 2025, 09:05 165 ნახვა

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ.

ქორიძის განცხადებით, თავდასხმაში ათამდე პირი მონაწილეობდა. ქორიძის თქმით, მას დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე დაუპირისპირდნენ. ასევე აღნიშნავს, რომ თავდამსხმელები მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სიტუაცია სასტუმროს დაცვის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. რაც შეეხება დაზიანებებს ჟურნალისტი აცახდებს რომ ის კლინიკაში იმყოფებოდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში