პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად არის. მისივე თქმით, მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით“, - წერს გახარია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.