საერთაშორისო ველოტურის ორგანიზატორი ბათუმში

22 აპრილი 2017, 00:00 1740 ნახვა

მშვიდობის სახელით საერთაშორისო ველოტურის ორგანიზატორი და მთავარი მონაწილე ბათუმშია. ნოდარ ბერიძე აჭარაში გასულ წელს დაწყებული ხანგრძლივი მოგზაურობის მორიგი ეტაპის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.

სპორტსმენის განცხადებით, მშვიდობის მარში უახლოეს პერიოდში ევროპის ქვეყნებში გადაინაცვლებს და 2018 წლის 26 მაისს, თბილისში დასრულდება.

მოგზაურობის დეტალებზე ნოდარ ბერიძე დღეს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე|თა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ესაუბრა. უწყებაში მას ველოტურის დასრულებამდე მხარდაჭერის პირობა მისცეს. ნოდარ ბერიძემ ველოტური შარშან 22 იანვარს თბილისიდან ალმაატის მიმართულებით დაიწყო და რუსეთსა და უკრაინაში გააგრძელა. მოგზაურობის ფარგლებში ის ველოსიპედით ევრაზიის კონტინენტზე მდებარე 30 ქვეყანაში ჩასვლას და 50 ათასი კილომეტრის გავლას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში