დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 260.3 ლარი შეადგინა - საქსტატი

15 იანვარი 2025, 11:51 114 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 262.4 ლარი იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 2 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და, ჯამში, 260.3 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1 ლარითა და 90 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 230.5 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში