საქართველოში ძლიერი ქარია

23 აპრილი 2017, 00:00 6315 ნახვა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია. შავი ზღვის სანაპიროზე, ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. ამ დროისთვის, ზღვაზე 3-დან 4 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, შტორმი ხუთ ბალს მიაღწევს, დღის ბოლოს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს. 

ამავე კატეგორიაში