ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, პროკურატურას განცხადებით მიმართა

15 იანვარი 2025, 13:14 109 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა.

როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა.

„აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება,“ - წერს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში