2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

15 იანვარი 2025, 13:33 72 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.

მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7 368 149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც, 2023 წელთან შედარებით, ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.

„ტურისტული და საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.

გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს.

2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1 573 488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.

2024 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

თურქეთი 1,336,834 ვიზიტი; ისრაელი 310 982 ვიზიტი; ყაზახეთი 178 930 ვიზიტი; ინდოეთი 124 335; ჩინეთი 88 583 ვიზიტი; საუდის არაბეთი 88 298 ვიზიტი; უზბეკეთი 64 259 ვიზიტი; ამერიკის შეერთებული შტატები 51 728 ვიზიტი; საფრანგეთი 28 302 ვიზიტი; საბერძნეთი 27 557 ვიზიტი; ქუვეითი 27 277 ვიზიტი; ლატვია 22 297 ვიზიტი; არაბთა გაერთიანებული საამიროები 14 889 ვიზიტი“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში