ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის გამაგრება-რეაბილიტაცია დასრულდა და 315 აღსაზრდელისათვის სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 2 მილიონ 460 ათასი ლარი დაიხარჯა.
უწყებაში ამბობენ, რომ დასრულების ეტაპზეა 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე.
პარალელურად ხორციელდება 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურად გარდაქმნის სამუშაოები.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.