საყოველთაო საგაფიცვო პროცესს უერთდებიან ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი. როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტის მიზანი ქვეყანაში არსებული ვითარების და ხელისუფლების მოქმედებების გაპროტესტება.
აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დეკანის და სტუდენტების დაკავება იყო უკანონო და უსამართლო. მიაჩნიათ, რომ გაფიცვას ყველა დაწესებულება უნდა შეუერთდეს და პროტესტით უჩვენონ ხელისუფლებას რომ არ ეთანხმებიან მათ სახელისუფლებო პოლიტიკას.