ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააპროტესტეს ახალგაზრდებმა ისრაელში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იერუსალიმის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა, რათა აღედგინა სატრანსპორტო მოძრაობა. ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ისრაელში.
ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახები შეიკრიბნენ თელ-ავივის მთავარ მოედანზე, სადაც ისინი წელიწადზე მეტია აქციებს მართავენ. მოითხოვეს 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცების შემდეგ ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა 98-ის ადამიანის გათავისუფლება. ტყვეობაში ყოფნის 15 თვეზე მეტი ხნის შემდეგ ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ არის მძევალთა სიაში ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი.
შეთანხმების თანახმად, 33 მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ისრაელში დაბრუნდება 19 იანვარს, დანარჩენი 65-ის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ორი კვირის შემდეგ დაიწყება.