დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კიევში ჩავიდა

16 იანვარი 2025, 13:16 112 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი კირ სტარმერი  კიევში ჩავიდა.  ბრიტანელი პრემიერი უკრაინულ მხარესთან უსაფრთხოებისა და სავაჭრო შეთანხმებებს გააფორმებს  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის საჯარო დემონსტრირებით, სანამ დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგება აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას.    

სტარმერი, რომელიც პირველად ეწვია უკრაინას გასული წლის ივლისში გაპრემიერების შემდეგ, ხელს მოაწერს  კიევთან 100-წლიანი პარტნიორობის  შეთანხმებას უსაფრთხოებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით.

ხელშეკრულება და პოლიტიკური დეკლარაცია, რომელზეც ბრიტანეთის პარლამენტი უახლოეს კვირებში იმსჯელებს, მიზნად ისახავს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ბალტიის, შავ  და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების გაძლიერებისა და რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში