გაფიცული სტუდენტები ბათუმში

16 იანვარი 2025, 13:34 88 ნახვა

გაიფიცე, თავისუფლება გიორგი დავითაძეს, თავისუფლება გურამ მიქელაძეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში ღამე უნივერსიტეტში გაათენეს, ამ დროისთვის გაფიცულია 80-მდე სტუდენტი. 

გაფიცული სტუდენტები დაკავებული სტუდენტების და დეკანის   გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, უკანონო პატიმრები არიან.

სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში