ინტენსიური თოვის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა

17 იანვარი 2025, 09:59 138 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში